Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ე.წ. „1+4“ სტაჟირების პროგრამა მოლოდიებს არ ამართლებს. სახელმწიფო ორგანოებში დასაქმება კვლავ პრობლემატურია.
2017 წლიდან „1+4“ პროგრამით ქვეყნის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ არაანაზღაურებადი სტაჟირება სახელმწიფო ორგანოებში.
სტაჟირების პროგრამაზე შერჩეული სტუდენტები იღებენ 1-დან 6 თვემდე პროფესიულ სამუშაო გამოცდილებას მთავრობის სხავდასხვა უწყების დეპარტამენტებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში და საჯარო სამართლის იურიდიულ ორგანოებში, წარმატების შემთხვევაში მათ დასაქმების მოლოდინი აქვთ.
თუმცა, ბევრი მონაწილის აზრით, პროგრამას არ აქვს გრძელვადიანი პერსპექტივა, ანუ სტუდენტები კარგავენ დროს და ვერ იღებენ მოსალოდნელ შედეგებს.
ლილიანა ასატუროვამ, 29 წლის თბილისელმა სომეხმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსზე სწავლისას, სამ თვიანი სტაჟირება თბილისის საკრებულოში გაიარა.
Მისი მოლოდინის მიუხედავად დღეს ის არა სახელმწიფო დაწესებულებაში, არამედ კერზო სექტორში მუშაობს. თუმცა ხაზს უსვამს, რომ გარკვეული გამოცდილება და ცოდნა სტაჟირების შედეგად მიიღო.
„რაც შეეხება ინტეგრაციას, ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ მქონია. როგორც, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არასდროს მქონია პრობლემა ამ მხრივ, არც ენის, არც სხვა ეროვნების თანამოქალაქეებთან კომუნიკაციის კუთხით“, – განაცხადა ასათუროვამ „ალიქ მედიასთან“ საუბარში პროგრამაზე პასუხისმგებელი პირების განმარტებაზე, რომ სტაჟირების მთავარი მიზანი არა იმდენად დასაქმება, არამედ ქვეყნის არაქართულენოვანი მოქალაქეების ინტეგრაციაა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განმარტებით, რომელიც პასუხისმგებელია „1+4“ პროფესიული სამუშაო გამოცდილების შეძენის წარმატებით განხორციელებაზე: „სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება, ასევე მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში წვლილის შეტანა.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) 2017 წლის კვლევის მიხედვით, პროგრამის „1+4“ ბენეფიციარები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად მიიჩნევენ სახელმწიფო ინსტიტუტებში დასაქმებას.
გამოკითხულთა 50.8%-მა გამოთქვა მოსაზრება, რომ დამსაქმებლის მიკერძოებული/ნეგატიური დამოკიდებულება ეროვნული უმცირესობების მიმართ არის დასაქმების მთავარი დაბრკოლება.
2017 წელს, როდესაც სტაჟირების საპილოტე პროგრამა დაიწყო, სულ 65 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც 20 სამთავრობო უწყებაში გაიარეს სტაჟირება. Netgazeti.ge-ს ინფორმაციით, 65 სტაჟიორიდან მხოლოდ ერთი დასაქმდა.
სტუდენტებს შორის, რომლებმაც სტაჟირება გაიარეს, იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არმენოლოოგიის კათედრის კურსდამთავრებული არმენუჰი პოდოსიანი.
გაიარა სტაჟირება ორ სახელმწიფო ორგანოში, ჯერ კულტურის სამინისტროში, შემდეგ კი ეროვნულ ბიბლიოთეკაში. თუმცა არმენუჰი ახლა ქართული ენის მასწავლებელია, ნინოწმინდის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში ასწავლის.
სტაჟირების შესახებ აზრი ასეთია: იდეა კარგია, მაგრამ არის ნაკლოვანებები. ის ხაზს უსვამს, რომ სტაჟირების ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტრუქტურაში გაივლის ადამიანი მას. არმენუჰიმ, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ვერ იშოვა სამსახური სტაჟირების დაწესებულებაში, თუმცა უშვებს, რომ შესაძლოა სწორედ სტაჟირება დაეხმარა მას სკოლაში დასაქმებაში.
კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო სააგენტო Analysis and Consulting Team ACT-ის „სტაჟირების საჭიროებების გამოკითხვის“ ანგარიშის მიხედვით, „1+4“ პროგრამის ბევრი სტუდენტი სტაჟირების შემდეგ სამთავრობო უწყებებში ენობრივი ცოდნის ნაკლებობის გამო ვერ ახერხებს დასაქმებას:
„მიუხედავად იმისა, რომ კომისია სტაჟიორებს გასაუბრების საფუძველზე არჩევს, ასევე ამოწმებს მათ ქართული ენის ცოდნას, ხშირ შემთხვევაში ენის არ ცოდნის პრობლემა მაინც ჩნდება. ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულების გამოცდილებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტაჟიორის ენის არ ცოდნის პრობლემა იმდენად სერიოზული იყო, რომ სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის თანამშრომლობა ჩაიშალა. ამ მაგალითის გათვალისწინებით, დამსაქმებელს მიაჩნია, რომ სტაჟირების პროგრამა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ უნდა გაიზარდოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში ქართულ ენაში მომზადების პროგრამაში სახელმწიფო ენის შესწავლის ხარისხი“.
2010 წლიდან საქართველოში ეთნიკური უმცირესობების ქართული ენის შესწავლის პროგრამა („1+4“) გულისხმობს მხოლოდ ერთი გამოცდის (ზოგადი უნარების) ჩაბარებას მშობლიურ ენაში, რაც საშუალებას აძლევს მათ გაიარონ მოსამზადებელი კურსი და ერთი წლის განმავლობაში ისწავლონ ქართული ენა. და თუ მიიღებენ საკმარის ქულას (60 კრედიტ-ქულას) გახდებიან ქვეყნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი.
აღსანიშნავია, რომ „1+4“-ით მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. თუ 2010 წელს ზემოაღნიშნული პროგრამით უმაღლეს სასწავლებელში 124 სომეხი და 175 აზერბაიჯანელი სტუდენტი ჩაირიცხა, მაშინ 2021-2022 წლებში საერთო რაოდენობამ 1386-ს მიაღწია, მათგან 429 სომეხი სტუდენტია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) თანადამფუძნებელი თამთა მიქელაძე “ალიქ მედიასთან” საუბარში აცხადებს, რომ ქართულის სწავლების სფეროში არსებული პრობლემები უარყოფითად აისახება არაქართულენოვანი ახალგაზრდების დასაქმებაზე.
„არაქართულენოვანი ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივა, ბუნებრივია, პრობლემურია. თუ შევაფასებთ მათ დასაქმებას სახელმწიფო ორგანოებში, გამოვყოფდი 2 მთავარ გამოწვევას.
- პირველი არის ნეპოტისტური და კორუფციული ლოგიკა, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, პარტიული სახელმწიფოს ლოგიკა, ამ თვალსაზრისით ახალგაზრდების ძალიან მცირე ნაწილს აქვს ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმების შესაძლებლობა. ადგილობრივი ხელისუფლება მათგან მოითხოვს, რომ იყვნენ უფრო პარტიულები, ნაკლებად დამოუკიდებლები.
- მეორე გამოწვევა უფრო მეტად ეხება ქვემო ქართლს, რადგან სახელმწიფო ორგანოებში მცხოვრები როგორც აზერბაიჯანელების, ისე სომხების დასაქმების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. აქ საუბარია ეთნიკური ნიშნით გამორჩევაე და უსამართლობაზე.
თამთა მიქელაძე ხაზს უსვამს, რომ რეალობას არ შეესაბამება სახელმწიფოს განმარტება, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ეთნიკური უმცირესობების დასაქმების დაბალი მაჩვენებელი გამოწვეულია კვალიფიციური კადრების სიმცირით.
ის დასძენს, რომ არაქართულენოვანი ახალგაზრდების სახელმწიფო ორგანოებში დასაქმების საკითხი მრავალ გამოწვევაზეა დამოკიდებული, რაზეც სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სტაჟირების პროგრამა ეფექტურად ვერ პასუხობს. ვინაიდან ამ პროგრამით დასაქმებულთა რაოდენობა ძალიან მცირეა, არსებობს პრეტენზიები პროგრამის განხორციელების ხარისხთან დაკავშირებით.
იმის გასარკვევად, თუ რამდენმა სტუდენტმა გაიარა სტაჟირება სახელმწიფო ორგანოებში და რამდენი დასაქმდა სახელმწიფო, იურიდიულ და ადგილობრივ თვითმმართველობებში სტაჟირების შემდეგ, „ალიქ მედიამ“ მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საჯარო სექტორში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ჩართვის ხელშეწყობის მიზნით პროგრამა 2017 წელს დაიწყო.
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების წესისა და სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის No410 გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც გამარტივდა საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების პროცედურები. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის.
„განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს, რომლებმაც გაიარეს „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“ („1+4“) მიეცათ შესაძლებლობა, გასაუბრების საფუძველზე გაიარონ სტაჟირება 1-დან 6 თვემდე ვადით მათ მიერ არჩეულ დაწესებულებაში, მიიღონ სათანადო ინფორმაცია და გამოცდილება სახელმწიფო სისტემის შესახებ, გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და განავითარონ პრაქტიკული უნარები“, – ნათქვამია მინისტრის აპარატიდან მიღებულ საპასუხო წერილში.
დეპარტამენტის ცნობით, პროგრამის ფარგლებში 400-მდე ახალგაზრდამ გაიარა სტაჟირება სხვადასხვა სახელმწიფო დეპარტამენტში, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის, საჯარო სამართლისა და იურიდიული ორგანოებში.
„ალიქ მედიის“ მიერ ხელახლა გაგზვანილ კითხვაზე – „რამდენი სტუდენტი დასაქმდა სტაჟირების გავლის შემდეგ?“, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ელისო ლომიძემ განმარტა, რომ სტაჟირების მიზანი არ არის სამთავრობო უწყებებში დასაქმება, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავება და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.
“წინამდებარე სტატია შექიმნა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროექტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები წარმოადგენს ავტორის პოზიციას და შესაძლოა არ გამოხატავდეს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.”