ჩვენ ეუთოს მინსკის ჯგუფის ქვეყნები (რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, ბელორუსია , ფინეთი, გერმანია, იტალია, შვედეთი, თურქეთი), ასევე ეუთოს შემდგომი თავმჯდომარე ქვეყანა ავსტრია (2017) და ახლანდელი თავმჯდომარე სერბეთის წარმომადგენლები მკაცრად ვგმობთ, დაპირისპირებული მხარეების შეხების ხაზის გასწვრივ არსებულ ძალადობას. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალის გამოყენება. კონფლიქტის გამწვავება მიუთითებს თანათავმჯდომარეების ეგიდით მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე.
მინსკის ჯგუფის წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მხარს უჭერენ რუსი, ამერიკელი და ფრანგი თანათავმჯდომარეების მედიატორის როლს და მიესალმებიან მათ გეგმებ, რომელიც გახდის შესაძლებელს რაც შეიძლება მალე დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები.