
ეუთოს პრეზიდენტი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერმა მთიანი ყარაბაღის სასაზღვრო ზოლში სამხედრო დაძაბულობისა და მსხვერპლთან დაკვავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
„მე მოვუწოდებ მხარეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები და პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
ვალტერ-შტაინმაიერმა დაამატა, რომ დაპირისპირებას სამხედრო გამოსავალი არა აქვს, მხარეები უნდა დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან.
მთიანი ყარაბაღის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად სტეფანაკერტის სამედიცინო ცენტრში გადაყვანილ იქნა კიდევ 4 დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქე. ექიმების შეფასებით მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათ სიცოცხლეს საფრღთხე არ ემუქრება.