სომხეთის რესპუბლიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დღეს საღამოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩაატარა.
სხდომის დასაწყისში, რესპუბლიკის პრეზიდენტმა არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. სარგსიანმა სხდომის მონაწილეებს ანგარიში წარუდგინა, სადაც მითითებული იყო თუ რა საპასუხო ნაბიჯები იყო გადადგმული აგრესიის თავიდან ასაცილებლად.
პრეზიდენტმა სამომავლო ქმედებებზე ისაუბრა.
“ძვირფასო კოლეგებო, როგორც მოგეხსენებათ, დღეს დილის 3 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღთან სასაზღვრო ზოლის გასწვრივ პროვოკაციულ ქმედებებს მიმართეს. 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მიერ ყველაზე ფართომასშტაბიანი ქმედებები იყო. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ჯარის დროული ქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა არა მარტო სიტუაციის კონტროლისქვეშ აყვანა, არამედ მოწინააღმდეგეს სათანადო პასუხის გაცემა. მტრის მიერ გამოყენებული იყო საჰაერო ძალები, არტილერია და ყველა ტიპის ჯავშანტექნიკა. მტრის დანაკარგები ძალიან დიდია, თუმცა ჩვენც გვყავს მსხვერპლი, ამ დროის მონაცემებით 18 დაღუპული და 35 დაჭრილია.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებისას, გზაში რეგულარულად სიტუაციას მაცნობებდნენ, და ვთვლი, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის სწორი და აუცილებელი.
ცნობილია,რომ აშშ-ში ჩემი ვიზიტი ემსახურებოდა ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობას, სამიტის ფარგლებში შეხვედრები მქონდა ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჯონ ქერისთან.
მათ მოვუწოდე, რომ მიუთითონ აზერბაჯანს არ დაარღვიოს ცეცხლის შეჩერების კანონები, მაგრამ როგორც ვნახეთ, ზემოდხსენებული შეხვედრიდან სულ რაღაც რამოდენიმე საათის შემდეგ განხორციელდა ისეთი მოვლენები, რომლებიც ჯერ ცნობილი არ არის თუ რაში გადაიზრდება. ამ დროისთვის პროვოკაციული ქმედებები გრძელდება ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით, მაგრამ, როგორც ვახსენე, მთიანი ყარაბაღის სამხედრო ძალები სიტუაციას აკონტროლებენ.
სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალები მოქმედებენ წინასწარ დამუშავებული გეგმის მიხედვით, და ზოგი სამინისტროები, ვფიქრობ, აჟიოტაჟისა და დაძაბულობის გარეშე უნდა გადავიდნენ გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმში, როგორც გათვალისწინებულია ჩვენი გეგმის მიხედვით.
მიღებულია ზომები სასაზღვრო რეგიონის-ტერიტორიის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვფიქრობ, მიღებული ზომები საკმარისია და გთავაზობთ ჩვენი ერთი ნაბიჯით წინ წასვლის განხილვას“
განაცხადა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანმა.
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება