სიტუაცია საიომარ ხაზზე მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის დაპირისპირებულ მხარეებს შორის უკიდურესად დაძაბული რჩება. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ჯარის ქვედანაყოფები წარმატებულ თავდაცვით ბრძოლებს აგრძელებენ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს ინფორმაციას მიყენებული ზიანის შესახებ.
1 აპრილიდან 2 აპრილის ჩათვლით გამართული საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 200-ზე მეტი სამხედრო დაკარგა.
მხოლოდ სოფელ თალიშში განადგურებულია აზერბაიჯანული სპეც-დანიშნულების რაზმის სულ მცირე 30 ჯარისკაცი. მარტაკერტში განადგურებულია 2 ტანკი და 2 უპილოტო მფრინავი საშუალება, ხოლო ჩრდილოეთისკენ 1 ვერტმფრენი.
შედარებით უფრო ფართომასშტაბიანი შეტაკებები საბრძოლო ხაზის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიმდინარეობს. მოწინააღმდეგე მხარე იყენებს ჯავშანტექნიკას, საარტილერიო საშუალებებს, მათ შორის MM-21 „გრად“ -ის ტიპის სისტემას. თავდასხმის სამიზნე ჯგუფია არა მხოლოდ თავდაცვის ჯარის ქვედანაყოფების პოზიციები, არამედ მშვიდობიანი დასახლებები.
თავდაცვის სამინისტროს ძალებმა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით დაახლოებით 12:30 საათზე მტრის 1 სამხედრო ვერტმფრენი და 2 ტანკი გაანადგურა.
სამწუხაროდ, მძიმე შეტაკებების დროს მთიანი ყარაბაღის მხარემ აგრეთვე მიიღო დანაკარგი, რომლის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.