კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ კონფლიქტის გამწვავებაში აზერბაიჯანი დადანაშაულა.
„დაპირისპირების და მდგომარეობის გაუარესება ამ შემთხვევაში გამოწვეულია ბაქოს ქმედებების გამო“. ამის შესახებ ორგანიზაციის სპიკერმა, ვლადიმირ ზაინეტდინოვმა „Интерфакс-АВН“-ს განუცხადა. ზაინეტდინოვმა ასევე დაამატა, რომ კუხოს მთავარი მდივანი და სამდივნო მუდმივად კონტაქტში იმყოფებიან სომხეთის მთავრობასთან კოორდინაციაში.