ცნობილმა ბლოგერმა Nas Daily-მა სომხეთზე ერთ წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა

ცნობილმა ბლოგერმა Nas Daily-მა, რომელიც სომხეთში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, ერთ წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით: “უფასო წყლის ქვეყანა სომხეთი” . Armenpress-ის ინფორმაციით ბლოგერმა განაცხადა:

“მოგესალმებით ყველას სრულიად ახალი ქვეყნიდან. ალბათ ბევრისთვის  ეს ქვეყანა ცნობილიც არ არის. მინდა გაგიზიაროთ შთაბეჭდილებები პირველი დღიდან მოყოლებული. ისინი რაღაცეებს განსხვავებულად აკეთებენ … განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება წყალს”.

14 ივლისს ბლოგერმა სომხეთში ჩამოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვიდეოს გადაღებას აპირებდა. მოგზაურობის ინიციატორები სომხეთის საქალაქო ავიაციის გენერალური დეპარტამენტი და ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტი იყო. Nas Daily 7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ის სომხეთში 7-10 დღის განმავლობაში დარჩება და სხვადასხვა ვიდეოებს გადაიღებს.

Leave a Reply