რა ღონისძიებებია დაგეგმილი თბილისში საახალწლოდ. ვიდეო

28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. მერიამ ღონისძიებების პროგრამა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

პატარებისთვის ყოველდღიურ აქტივობებს შორის დაგეგმილია: საშობაო ბაზრობა, ყინულის მოედანი, დისტანციური მინი ავტომობილების პარკი, საშობაო ვორქშოფი, საშობაო წისქვილი-კოშკი, ზღაპრის გმირები, ღია კინოთეატრი, თოვლის ბაბუის სახლი და ფოტოზონა თოვლის ბაბუასთან ერთად, გასტრონომიული მარკეტი, სახეზე მოხატვა.

გაიმართება მაკნატუნების მარში, მოძრაობის თეატრის მსვლელობა, თოჯინების თეატრი, ბასტი და ბუბუს კონცერტი. ასევე ყოველდღიურად დაგეგმილია სხვადასხვა მომღერლისა თუ მუსიკალური ჯგუფის კონცერტი. საღამოს კი მუსიკალურად დი ჯეი გააფორმებს.

ღონისძიებების პროგრამა დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.