
Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთში ხელისუფლების გადაცემას გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა მშვიდობიანი დარეგულირების „ფანტასტიკური მაგალითი“ უწოდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Facebook-ში შეკითხვებზე პასუხის გაცემისას ისაუბრა.
„ცოტა ხნის წინ ჩვენ გვქონდა ხელისუფლების გადაცემის ფანტასტიკური მაგალითი სომხეთში, რომელშიც ახალგაზრდობა მონაწილეობდა. ეს ფანტასტიკური მაგალითი იმედს გვაძლევს, ვირწმუნოთ, რომ ახალი თაობას გადაწყვეტილებების მიღება უკეთ შეეძლება, ვიდრე ჩემს თაობას“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
ანტონიო გუტერესის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას შეუძლია გაერთიანება და იმის ჩვენება, რომ დემოკრატია, თავისუფლება და სამოქალაქო უფლებები ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.