
Latest posts by Aliq Media (see all)
- ქალთა მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა საქართველოში - 11/05/2025
- სიძულვილის ენა და არმენოფობია ქართულ პოლიტიკაში - 11/05/2025
- შეუსრულებელი დაპირება – მურჯახეთის გზის ასფალტირების საკითხი - 14/12/2024
ახალციხის რაიონის სოფელ წყალთბილას ტყეში ხანძარი გაჩნდა – Akhaltskha.net-ს შეატყობინეს სოფლის მცხოვრებლებმა. მათი თქმით, ამჟამად სოფლის მოსახლეობა დაკავებულია ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებით.
ქალაქ ახალციხიდანაც უკვე ჩანს ხანძრის კვამლი, მიმდებარე ტყეც კვამლშია გახვეული.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც ბორჯომის რაიონის სოფელ დაბაში ხანძარია, რომლის ჩაქრობაც ქარის ცვლადი მიმართულების გამო ჯერ ვერ ხერხდება.
akhaltskha.net